
ეზექიელი 44:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.
ეზექიელი 44:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
ეზექიელი 44:1 კონტექსტში
44:1დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.
44:2მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება.
44:3მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 44:1
- ეზექიელი 43:1მიმიყვანა კარიბჭესთან, იმ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება.
- ეზექიელი 40:6მივიდა აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭესთან და ავიდა მის საფეხურებზე, და გაზომა კარიბჭის ერთი ზღურბლი; სიგანე ერთი ლერწამი, მეორე ზღურბლის სიგანეც ერთი ლერწამი.
- ეზექიელი 42:14აქ შემოსული მღვდლები ვერ გავლენ ამ საწმიდარიდან გარეთა ეზოში, ვიდრე აქ არ დააწყობენ საწესო შესამოსელს, რადგან წმიდაა ისინი, და სხვა სამოსელს არ ჩაიცვამენ; მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდებიან საერო ადგილს.
- ეზექიელი 40:17მიმიყვანა გარეთა ეზოში და, აჰა, ოთახები და ქვაფენილია მოწყობილი ეზოში, ირგვლივ, ოცდაათი ოთახი, ქვაფენილიანი.
- ნეშტთა შორისა ბ 20:5წარდგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში, უფლის სახლში, ახალი ეზოს წინ,
- ეზექიელი 46:1ასე ამბობს უფალი ღმერთი: შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთისკენ არის მიქცგული, დაკეტილი უნდა იყოს ექვს სამუშაო დღეს, შაბათობით კი ღია უნდა იყოს და ახალი მთვარის დღესაც ღია უნდა იყოს.
- ნეშტთა შორისა ბ 4:9გააკეთა მღვდელთა ეზო, დიდი ეზო, ეზოს კარები და სპილენძით მოჭედა მათი კარები.
- მოციქულთა საქმენი 21:28და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 44
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში