
ეზექიელი 44:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა.
ეზექიელი 44:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
ეზექიელი 44:3 კონტექსტში
44:1დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.
44:2მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება.
44:3მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა.
44:4მიმიყვანა ტაძართან ჩრდილოეთის კარიბჭით და ვიხილე, აჰა, ავსებული იყო უფლის დიდებით უფლის სახლი, და პირქვე დავემხე.
44:5მითხრა უფალმა: ადამის ძევ! გულში ჩაიდე, საკუთარი თვალით იხილე და საკუთარი ყურით ისმინე ყველაფერი, რასაც გეტყვი უფლის ტაძრის წესებზე და მთელ მის რჯულზე; დაიმახსოვრე ტაძარში შესასვლელი და ყველა გამოსასვლელი საწმიდარიდან.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 44:3
- ეზექიელი 46:2შევა მთავარი გარედან კარიბჭის სტოას გზით და დადგება კარიბჭის წყრთილებთან; ხოლო როცა მღვდლები გაამზადებენ აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს, ის თაყვანს სცემს კარიბჭის ზღურბლთან და გავა; კარიბჭე არ დაიკეტება საღამომდე.
- კორინთელთა მიმართ ა 10:18იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან?
- კორინთელთა მიმართ ა 10:33ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ.
- ეზექიელი 34:24მე, უფალი, ვიქნები მათი ღმერთი; ჩემი მორჩილი დავითი კი წინამძღოლი იქნება მათ შორის. მე, უფალმა, ვთქვი.
- ეზექიელი 37:25იცხოვრებენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემს მორჩილს იაკობს მივეცი; სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე და დავითი, ჩემი მორჩილი, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე.
- შესაქმე 31:54დაკლა იაკობმა საკლავი მთაზე და აწვია სახლიკაცები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური და მთაზე გაათიეს ღამე.
- ეზექიელი 40:9გაზომა კარიბჭის სტოა - შვიდი წყრთა, მისი სვეტები ორ-ორი წყრთა; კარიბჭის სტოა შიგნით იყო.
- ეზექიელი 46:8როცა მთავარი შედის, კარიბჭის სტოას გზით უნდა შევიდეს და იმავე გზით უნდა გამოვიდეს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 44
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში