
ეზექიელი 44:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ძღვენი, ცოდვის გამოსასყიდი და დანაშაულის გამოსასყიდი მათ უნდა შეჭამონ და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით.
ეზექიელი 44:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 44:29 კონტექსტში
44:27იმ დღეს, როდესაც შიდა ეზოში შედიან საწმიდარში სამსახურად, მიიტანონ ცოდვის გამოსასყიდი, ამბობს უფალი ღმერთი.
44:28ნუ ექნებათ მათ სამკვიდრო: მე ვარ მათი სამკვიდრო; ნუ მისცემთ მათ საკუთრებას ისრაელში: მე ვარ მათი საკუთრება.
44:29ძღვენი, ცოდვის გამოსასყიდი და დანაშაულის გამოსასყიდი მათ უნდა შეჭამონ და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით.
44:30ყოველი ნათავარი, ყოველი პირველმოწეული და ყოველი აღსამართავი შესაწირი თქვენს აღსამართავთაგან მღვდლებს ეკუთვნით. თქვენი ცომის ნათავარი მღვდელს მიეცით, რომ კურთხევამ დაივანოს თქვენს სახლზე.
44:31არ უნდა ჭამონ მღვდლებმა არც მკვდარი და არც ნამხეცავი ფრინველი თუ პირუტყვი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 44:29
- რიცხვთა 18:14ყოველი დარისხებული ისრაელში შენ გეკუთვნის.
- ლევიანი 27:21როცა ყანა გასულია ზეიმის წელს, ის უფლის წმიდაა, როგორც დარისხებული ყანა; მღვდლის საკუთრება უნდა იყოს.
- ლევიანი 27:28ოღონდ ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა, თავისი საბადებლიდან - ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრილი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა.
- ლევიანი 6:14აჰა, საძღვნო შესაწირავის წესი: შესწირონ იგი აარონიანებმა უფლის წინაშე სამსხვერპლოს წინა მხრიდან.
- ლევიანი 6:18ყოველმა მამაკაცმა აარონიანთაგან უნდა შეჭამოს. ეს გქონდეთ თქვენს თაობებში სამარადისო არჩივად უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყველაფერი, რაც მას მიეკარება, წმიდაა.
- ლევიანი 7:6ყოველმა სამღვდელო მამაკაცმა ჭამოს იგი; წმიდა ადგილზე ჭამონ. ეს წმიდათა წმიდაა.
- ლევიანი 6:26მღვდელმა, რომელიც სწირავს ცოდვის გამოსასყიდს, უნდა შეჭამოს იგი; წმიდა ადგილას უნდა შეიჭამოს, სადღესასწაულო კარვის ეზოში.
- ლევიანი 6:29ყველა მამაკაცმა სამღვდელოთაგან უნდა ჭამოს - წმიდათა წმიდაა იგი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 44
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში