
ლევიანი 6:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მღვდელმა, რომელიც სწირავს ცოდვის გამოსასყიდს, უნდა შეჭამოს იგი; წმიდა ადგილას უნდა შეიჭამოს, სადღესასწაულო კარვის ეზოში.
ლევიანი 6:26 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 6:26 კონტექსტში
6:24ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
6:25უთხარი აარონს და მის შვილებს: აჰა, ეს არის ცოდვის გამოსასყიდის წესი: იმ ადგილას, სადაც აღსავლენი იკვლება, უნდა დაიკლას უფლის წინაშე ცოდვის გამოსასყიდი. ეს წმიდათა წმიდაა.
6:26მღვდელმა, რომელიც სწირავს ცოდვის გამოსასყიდს, უნდა შეჭამოს იგი; წმიდა ადგილას უნდა შეიჭამოს, სადღესასწაულო კარვის ეზოში.
6:27ყველა, ვინც იმ ხორცს მიეკარება, წმიდაა; თუ სისხლი მიესხურება სამოსელს, ნასხურები წმიდა ადგილზე გარეცხე.
6:28თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი მოიხარშა, უნდა დაიმტვრეს; თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, უნდა გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 6:26
- ლევიანი 10:17რატომ არ შეჭამეთ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი წმიდა ადგილზე? ეს ხომ წმიდათა წმიდაა და იმისთვის მოგეცათ, რომ გეტვირთათ საზოგადოების შეცოდება და მისთვის შენდობა გამოგეთხოვათ უფლის წინაშე?
- ლევიანი 10:18აჰა, არ ყოფილა შეტანილი მისი სისხლი საკურთხევლის შიგნით. თქვენ უნდა გეჭამათ იგი საკურთხეველში, როგორც მე ვბრძანე.
- ეზექიელი 44:28ნუ ექნებათ მათ სამკვიდრო: მე ვარ მათი სამკვიდრო; ნუ მისცემთ მათ საკუთრებას ისრაელში: მე ვარ მათი საკუთრება.
- ეზექიელი 44:29ძღვენი, ცოდვის გამოსასყიდი და დანაშაულის გამოსასყიდი მათ უნდა შეჭამონ და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით.
- ოსეა 4:8ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და უკეთურებისკენ მიუწევთ გული.
- ეზექიელი 42:13მითხრა მან: ჩრდილოეთის ოთახები და სამხრეთის ოთახები, შემოკავებულის პირდაპირ რომ არის განლაგებული, წმიდა ოთახებია, სადაც უფალს მიახლოებული მღვდლები ჭამენ წმიდათა წმიდა მსხვერპლს; იქ განალაგებენ წმიდათა წმიდამსხვერპლს, ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავს, რადგან წმიდა ადგილია.
- ეზექიელი 46:20მითხრა: ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ხარშავდნენ მღვდლები დანაშაულის და ცოდვის მსხვერპლს და აცხობდნენ ძღვენს გარეთა ეზოში გატანის გარეშე, რომ სიწმიდე ერს არ გადასდონ.
- ლევიანი 6:16რაც დარჩება, აარონმა და მისმა შვილებმა შეჭამონ. უფუვრად უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე, სადღესასწაულო კარვის ეზოში უნდა შეჭამონ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 6
სრულად წაიკითხე: ლევიანი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში