
ეზექიელი 44:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ ასრულებდით ჩემი საწმიდარის სამსახურს და თქვენს სანაცვლოდ ისინი გყავდათ დაყენებული სამსახურის აღსასრულებლად ჩემს საწმიდარში.
ეზექიელი 44:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 44:8 კონტექსტში
44:6უთხარი ისრაელის ურჩ სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გადააჭარბეთ ყველა თქვენს სისაძაგლეს, ისრაელის სახლო,
44:7როცა შემოიყვანეთ უცხოთესლნი - გულდაუცვეთელნი და ხორცდაუცვეთელნი - ჩემს საწმიდარში სამყოფოდ, რომ შეელახათ ჩემი ტაძარი, როცა სთავაზობდით ჩემს პურს, ქონსა და სისხლს; დაარღვიეს ჩემი აღთქმა და ეს ზედ დაერთო ყველა თქვენს სისაძაგლეს.
44:8არ ასრულებდით ჩემი საწმიდარის სამსახურს და თქვენს სანაცვლოდ ისინი გყავდათ დაყენებული სამსახურის აღსასრულებლად ჩემს საწმიდარში.
44:9ასე ამბობს უფალი ღმერთი: არც ერთი უცხოთესლი - გულდაუცვეთელი და ხორცდაუცვეთელი - არ უნდა შემოვიდეს ჩემს საწმიდარში. არც-ერთი უცხო თესლი, ისრაელიანთა შორისაც რომ ცხოვრობდეს.
44:10მაგრამ ლევიანებიც, რომლებიც გამერიდნენ, როცა განმიდგა ისრაელი და გაედევნა თავის კერპებს, იტმირთავენ თავიანთ დანაშაულს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 44:8
- ტიმოთეს მიმართ ა 6:13გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, -
- მოციქულთა საქმენი 7:53თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.
- ეზექიელი 44:16ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში და ისინი მიეახლებიან ჩემს ტაბლას, რომ მემსახურონ და აღასრულონ ჩემი სამსახური.
- ეზექიელი 44:14მე დავადგენ მათ ჩემი ტაძრის სამსახურის შესასრულებლად ყველა საქმეში და ყველაფერში, რაც აქ კეთდება.
- ეზექიელი 40:45მითხრა: ეს ოთახი, სამხრეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც ტაძრის სამსახურს ასრულებენ.
- ეზექიელი 40:46ხოლო ოთახი, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესენი ცადოკის ძენი არიან, რომლებიც ლევიანთა შორის, უფალს მიახლოებულნი, ემსახურებიან მას.
- ეზრა 8:24გამოვყავი მღვდლების უფროსებიდან თორმეტი კაცი - შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან.
- ეზრა 8:30ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა აწონილი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლში წასაღებად, იერუსალიმში.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 44
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში