
ეზექიელი 45:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ამბობს უფალი ღმერთი: პირველი თვის პირველში აიღე საღი ხბო და განწმიდე საწმიდარი.
ეზექიელი 45:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 45:18 კონტექსტში
45:16მთელმა ქვეყნის ერმა უნდა გაიღოს ეს შესაწირავი ისრაელის მთავრებისთვის.
45:17მთავრებს კი ევალვბათ აღსავლვნები, ძღვენი და საღვრელი დღესასწაულებზე, ახალმთვარობებზე, შაბათებზე, ისრაელის სახლის ყოველ ზეიმზე; მან უნდა მოამზადოს ცოდვის გამოსასყიდი, ძღვენი, აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი ისრაელის სახლის განსაწმედად.
45:18ასე ამბობს უფალი ღმერთი: პირველი თვის პირველში აიღე საღი ხბო და განწმიდე საწმიდარი.
45:19აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლიდან სისხლი და სცხოს სახლის წყრთილებს, სამსხვერპლოს ოთხივე კუთხეს და შიდა ეზოს კარიბჭის წყრთილებს.
45:20ასე მოიქეცი თვის შვიდშიც ყველასთვის, ვინც შესცოდა უნებლიეთ თუ უმეცრებით, და განწმედ სახლს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 45:18
- ლევიანი 16:16განწმედს საწმიდარს ისრაელიანთა უწმიდურობისგან და შეცოდებისგან და ყოველი ცოდვისაგან. ასე უნდა მოიქცეს სადღესასწაულო კარვის მიმართ, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურობათა შორის.
- ლევიანი 22:20არ შესწიროთ საკლავი, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, რადგან ვერ დამწყალობნდებით.
- ებრაელთა მიმართ 9:14განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?
- გამოსვლა 12:2თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში.
- ლევიანი 16:33გაწმედს წმიდათა წმიდას, სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს. შეუნდობს მღვდლებს და მთელი კრებულის ხალხსაც შეუნდობს.
- ეზექიელი 43:22მეორე დღეს შესწირე საღი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ამით განწმედ სამსხვერპლოს, როგორც ხბოთი განწმიდეს.
- ეზექიელი 43:26შვიდი დღის განმავლობაში შეასრულონ გამოსყიდვის წესი სამსხვერპლოსთან განწმიდონ ის და აუვსონ ხელი.
- ებრაელთა მიმართ 10:19ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 45
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 45 · გახსენი ბიბლიის მკითხველში