
ეზექიელი 46:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა მთავარი შედის, კარიბჭის სტოას გზით უნდა შევიდეს და იმავე გზით უნდა გამოვიდეს.
ეზექიელი 46:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 46:8 კონტექსტში
46:6ახალი მთვარის დღეს საღი ხბოები, ექვსი საღი ბატკანი და ვერძი უნდა იყოს.
46:7ხბოზე და ვერძზე თითო ეფა ძღვენი უნდა გაამზადოს, ბატკნებზე კი - როგორც ხელი მიუწვდება, და ერთი ჰინი ზეთი ერთ ეფაზე.
46:8როცა მთავარი შედის, კარიბჭის სტოას გზით უნდა შევიდეს და იმავე გზით უნდა გამოვიდეს.
46:9როცა ქვეყნის ერი მივა უფლის წინაშე დღესასწაულებზე, ჩრდილოეთის კარიბჭის გზით სათაყვანებლად შემსვლელნი სამხრეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ; სამხრეთის კარიბჭით შემსვლელნი კი ჩრდილოეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ; არ უნდა გაბრუნდნენ იმავე კარიბჭით, რომლითაც შევიდნენ, არამედ საპირისპიროთი უნდა გავიდნენ.
46:10მთავარი მათ შორის იქნება, მათი შესვლისას შევა და მათი გასვლისას გამოვა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 46:8
- ეზექიელი 46:2შევა მთავარი გარედან კარიბჭის სტოას გზით და დადგება კარიბჭის წყრთილებთან; ხოლო როცა მღვდლები გაამზადებენ აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს, ის თაყვანს სცემს კარიბჭის ზღურბლთან და გავა; კარიბჭე არ დაიკეტება საღამომდე.
- კოლასელთა მიმართ 1:18ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს,
- ეზექიელი 44:1დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.
- ეზექიელი 44:3მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 46
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 46 · გახსენი ბიბლიის მკითხველში