
გლოვა იერემიასი 4:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ზვერავდნენ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენს ქუჩებში რომ არ გვევლო. მოაწია ჩვენმა ბოლომ, გასრულდა ჩვენი დღეები, დადგა ჩვენი ბოლო.
გლოვა იერემიასი 4:18 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 4:18 კონტექსტში
4:16თავად უფალმა გაფანტა ისინი, მეტად აღარ მოხედავს მათ; მღვდლებს პატივს არ სცემენ, მოხუცებულთ არ იბრალებენ.
4:17და კიდევ: დაგვევსო თვალები შემწეობის ამაო მოლოდინში; სათვალთვალო კოშკიდან ვუმზერდით ხალხს, რომელსაც ჩვენი შველა არ შეეძლო.
4:18ზვერავდნენ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენს ქუჩებში რომ არ გვევლო. მოაწია ჩვენმა ბოლომ, გასრულდა ჩვენი დღეები, დადგა ჩვენი ბოლო.
4:19ცის არწივთა უსწრაფესნი იყვნენ ჩვენი მდევრები, მთებზე გვედევნებოდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ.
4:20სუნთქვა ჩვენს ნესტოთა - უფლის ცხებული მათ ორმოშია გამომწყვდეული; ჩვენ კი ვფიქრობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებდით ხალხთა შორის.
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 4:18
- ამოსი 8:2მითხრა: რას ხედავ, ამოს? ვთქვი: მოწეული ხილით სავსე კალათას-მეთქი. მითხრა უფალმა: მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ.
- ეზექიელი 7:2შენ, ადამის ძევ! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა, აღსასრული! მოადგა აღსასრული ამ ქვეყნის ოთხივე კუთხეს!
- ეზექიელი 7:12დადგა ჟამი, მოაწია დღემ; მყიდველს ნუ გაუხარდება, გამყიდველი ნუ იწუხებს, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია.
- იერემია 16:16აჰა, გამოვგზავნი უამრავ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად. მერე გამოვგზავნი ურიცხვ მონადირეს, და ჩამორეკავენ მათ ყველა მთიდან და ყველა გორაკიდან, კლდის ნაპრალებიდან.
- გლოვა იერემიასი 3:52მომინადირეს ჩემმა მტრებმა როგორც ჩიტი რამ, უმიზეზოდ;
- იერემია 1:12მითხრა უფალმა: კარგად ხედავ, რადგან თვალს ვადევნებ ჩემს ნათქვამს, რომ აღსრულდეს იგი.
- ეზექიელი 12:22ადამის ძევ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე, ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა გაქარწყლდებაო?
- ეზექიელი 12:23ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმებ ამ ანდაზას და აღარ იანდაზებს ის ისრაელში; არამედ უთხარი: ახლოა ჟამი და ყოველი ხილვის აღსრულება-თქო;
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 4
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში