
ნეემია 11:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, ის ოლქის მთავრები, იერუსალიმში რომ დასახლდნენ. იუდას ქალაქებში თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში და ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა შთამომავალნი.
ნეემია 11:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 11:3 კონტექსტში
11:1ერისმთავრები იერუსალიმში დასახლდნენ: დანარჩენმა ხალხმა წილი ყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში - წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრანი სხვა ქალაქებში.
11:2ხალხმა დალოცა ყველა ისინი, ვინც თავისი ნებასურვილით დასახლდა იერუსალიმში.
11:3აჰა, ის ოლქის მთავრები, იერუსალიმში რომ დასახლდნენ. იუდას ქალაქებში თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში და ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა შთამომავალნი.
11:4იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდიანთაგან და ბენიამინთაგან; იუდიანთაგან: ყათაია ყუზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე, მაჰალალიელის ძე - ფარეციანთაგან.
11:5მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, ჰაშილონის ძე.
პარალელური ადგილები: ნეემია 11:3
- ნეემია 7:73დაიწყეს ცხოვრება მღვდლებმა, ლევიანებმა, კარისმცველებმა, მგალობლებმა, მდაბიორებმა, შეწირულებმა და მთელმა ისრაელმა თავიანთ ქალაქებში. დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები თავიანთ ქალაქებში იყვნენ.
- ეზრა 2:1აჰა, ერთი მხარის მცხოვრებნი, რომლებიც გადასახლებული იყვნენ ბაბილონში ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში,
- ეზრა 2:43შეწირულნი: ციხაიანები, ხასუფაიანები, ტაბაყოთიანები,
- ნეშტთა შორისა ა 9:1ყველა ისრაელიანი აღნუსხეს და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაწერეს. იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს მათი უკეთურების გამო.
- ნეშტთა შორისა ა 9:34ესენი არიან ლევიანთა მამისსახლების თავკაცები, თავიანთი მოდგმის თავკაცები. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
- ეზრა 2:55სოლომონის მორჩილთა მოდგმა: სოტაიანები, სომერეთიანები, ფერუდაიანები,
- ეზრა 2:58შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა მოდგმა სულ სამას ოთხმოცდათორმეტი.
- ნეემია 7:6ქვეყნის ის მკვიდრნი, რომელნიც ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მიერ გადასახლებულ ტყვეთაგან წამოვიდნენ და იერუსალიმში და იუდაში დაბრუნდნენ, თავ-თავიანთ ქალაქებში.
განაგრძე კითხვა: ნეემია 11
სრულად წაიკითხე: ნეემია 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში