
ეზრა 4:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა იცოდეს მეფემ, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, არც ხარკს, არც გადასახადს, არც ბეგარას არ გადაიხდის და სამეფო ხაზინას დააზარალებს.
ეზრა 4:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 4:13 კონტექსტში
4:11აი, შინაარსი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას: ართახშაშთა მეფეს შენი მორჩილნი, მდინარისგაღმელნი და სხვები.
4:12იცოდეს მეფემ, რომ იუდაელნი, რომელნიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან არიან მოსულნი იერუსალიმში; მოჯანყე და საძაგელ ქალაქს აშენებენ, კედლები აჰყავთ და ბურჯებს ამაგრებენ.
4:13ახლა იცოდეს მეფემ, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, არც ხარკს, არც გადასახადს, არც ბეგარას არ გადაიხდის და სამეფო ხაზინას დააზარალებს.
4:14და რაკი ჩვენ სასახლის მარილით ვსაზრდოობთ და მეფის ზარალის ყურება არ შეგვფერის, ამიტომაც ვიუწყებით და ვატყობინებთ მეფეს:
4:15რომ მოჩხრიკონ შენი მამა-პაპის მატიანე და ნახავ მატიანეში და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე და საძაგელი ქალაქია მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, რისთვისაც განადგურებული იქნება ეს ქალაქი.
პარალელური ადგილები: ეზრა 4:13
- ეზრა 7:24გაცნობებთ, რომ არცერთ მღვდელს და ლევიანს, არც მგალობელს და შეწირულ კარისკაცს, ამ ღვთის სახლში მომსახურეს, არ დაეკისროს არც ხარკი, არც გადასახადი და არც ბეგარა.
- რომაელთა მიმართ 13:6სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.
- რომაელთა მიმართ 13:7ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.
- ნეემია 5:4იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენი ყანების და ვენახების დაგირავებით, ვერცხლს ვსესხულობთ მეფის ხარკის გადასახდელადო.
- მათეს სახარება 17:25მან მიუგო: დიახ. და როდესაც შევიდა სახლში, იესომ დაასწრო და ჰკითხა: როგორ გგონია, სიმონ? ვისგან კრებენ მიწიერი მეფენი ხარკს და ბეგარას: თავიანთ შვილთაგან თუ უცხოთაგან?
- მათეს სახარება 9:9იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა.
- ფსალმუნები 52:2ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
- ფსალმუნები 119:69ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
განაგრძე კითხვა: ეზრა 4
სრულად წაიკითხე: ეზრა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში