
ფსალმუნი 119:69 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
ფსალმუნი 119:69 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:69 კონტექსტში
119:67ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
119:68კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
119:69ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
119:70დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
119:71კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:69
- იობი 13:4თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.
- მათეს სახარება 5:11ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.
- მათეს სახარება 5:12გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
- ფსალმუნები 109:2რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემ წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.
- ფსალმუნები 109:3სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.
- ფსალმუნები 119:157ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.
- მათეს სახარება 26:59ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,
- მათეს სახარება 26:68და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში