
ეზრა 7:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმეს ისრაელის ერიდან - მღვდლებს და ლევიანებს, გადაწყვეტილი აქვთ იერუსალიმში წასვლა, შენთან ერთად წავიდეს,
ეზრა 7:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 7:13 კონტექსტში
7:11აჰა, პირი წერილისა, რომელიც მისცა მეფე ართახშასთამ ეზრას - მღვდელს, მწიგნობარს, უფლის მცნებათა და წესთა მოძღვარს ისრაელში:
7:12ართახშასთა, მეფეთა მეფე, ეზრას, მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის სრულყოფილ მოძღვარს, ასე და ასე.
7:13ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმეს ისრაელის ერიდან - მღვდლებს და ლევიანებს, გადაწყვეტილი აქვთ იერუსალიმში წასვლა, შენთან ერთად წავიდეს,
7:14რადგან შენ იგზავნები მეფისგან და მისი შვიდი მრჩევლისგან, რათა მოიხილო იუდა და იერუსალიმი შენი ღმერთის რჯულის მიხედვით, რომელიც შენს ხელთაა,
7:15რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, მეფემ და მისმა მრჩევლებმა რომ შესწირეს ისრაელის ღმერთს, რომლის სავანე იერუსალიმშია,
პარალელური ადგილები: ეზრა 7:13
- ეზრა 6:1მაშინ დარიოს მეფემ გასცა განკარგულება და დაიწყეს ძებნა წიგნთსაცავებში, სადაც განძეულობა ინახებოდა, იქ, ბაბილონში.
- ესთერი 3:15სასწრაფოდ წაიღეს შიკრიკებმა მეფის ბრძანება. გამოცხადდა თუ არა კანონი შუშანში, სატახტო ქალაქში, დასხდნენ პურობად მეფე და ჰამანი. შუშან-ქალაქი კი ტიროდა.
- ფსალმუნები 148:6და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.
- ესთერი 9:14თქვა მეფემ: იყოს ასე. გამოცხადდა განკარგულება შუშანში და ჩამოჰკიდეს ჰამანის ათი ვაჟი.
- გამოცხადება 22:17სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი.
- ფილიპელთა მიმართ 2:13რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.
- ეზრა 5:13მაგრამ ბაბილონის მეფის, კიროსის, პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად.
- ფსალმუნები 110:3შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.
განაგრძე კითხვა: ეზრა 7
სრულად წაიკითხე: ეზრა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში