
ფსალმუნი 110:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.
ფსალმუნი 110:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 110:3 კონტექსტში
110:1დავითისფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
110:2კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის.
110:3შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.
110:4დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.
110:5უფალი შენ მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 110:3
- მსაჯულნი 5:2ორომტრიალი შეიქნა ისრაელში, ხალხი ემზადება საბრძოლველად, აკურთხეთ უფალი!
- ებრაელთა მიმართ 13:21დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- ტიტეს მიმართ 2:14რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:7რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა.
- ეფესელთა მიმართ 1:4ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით;
- კორინთელთა მიმართ ბ 8:1ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:3რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:12ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 110
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 110 · გახსენი ბიბლიის მკითხველში