
ეზრა 7:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჭურჭელი, რომელიც მოგეცა შენი ღმერთის სახლის სამსახურისთვის, დაუბრუნე იერუსალიმის ღმერთს.
ეზრა 7:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 7:19 კონტექსტში
7:17ამიტომაც დაუყოვნებლივ იყიდე ამ ვერცხლით ხარები, ვერძები და ბატკნები და მათი საძღვნო შესაწირავი და ზედაშე, და მიიტანე ისინი თქვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, იერუსალიმში.
7:18და როგორც უკეთესად მიიჩნევთ შენ და შენი თვისტომნი, თქვენი ღმერთის ნებით, ისე მოიხმარეთ დარჩენილი ოქრო-ვერცხლი.
7:19ჭურჭელი, რომელიც მოგეცა შენი ღმერთის სახლის სამსახურისთვის, დაუბრუნე იერუსალიმის ღმერთს.
7:20შენი ღმერთის სახლის დანარჩენი სამსახურებელი ნივთი, რისი მიცემაც მოგესურვება, მიეცი სამეფო საგანძურიდან.
7:21ვიძლევი განკარგულებას მე, ართახშასთა მეფე, მდინარისგაღმელი ყველა მეგანძურის მიმართ, რომ რასაც კი მოგთხოვთ ეზრა, მღვდელი და ცათა ღმერთის რჯულის მოძღვარი, დაუყოვნებლივ შესრულდეს.
პარალელური ადგილები: ეზრა 7:19
- ნეშტთა შორისა ბ 32:19ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღმერთზე, როგორც ქვეყნის ხალხთა ღმერთებზე, ადამიანის ხელით შექმნილებზე.
- იერემია 3:17იმხანად უფლის ტახტად იქნება წოდებული იერუსალიმი; მასთან მოიყრის თავს ყველა ხალხი იერუსალიმში უფლის სახელით და აღარ აჰყვებიან ბოროტ გულისთქმას.
- ეზრა 8:33მეოთხე დღეს წონით ჩაბარდა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი ჩვენი ღმერთის სახლში მერემოთს, ურიას ძეს, მღვდელს, და ელიაზარს, ფინხასის ძეს, მასთან ერთად და იოზაბადს, იესოს ძეს, ნოყადიას, ბინყის ძეს, ლევიანებს მათთან ერთად.
- ეზრა 8:34ყველაფერი თვლითა და წონით ჩაბარდა. ამ დროსაც იქნა ჩაწერილი მთელი წონა.
- ეზრა 8:27ოცი ათასდრაქმიანი ოქროს თასი და ბრწყინვალე სპილენძის ორი საუკეთესო ჭურჭელი, რომელთაც ოქროს ფასი აქვთ.
- ეზრა 8:30ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა აწონილი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლში წასაღებად, იერუსალიმში.
განაგრძე კითხვა: ეზრა 7
სრულად წაიკითხე: ეზრა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში