გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზრა 8:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზრა 8:33

მეოთხე დღეს წონით ჩაბარდა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი ჩვენი ღმერთის სახლში მერემოთს, ურიას ძეს, მღვდელს, და ელიაზარს, ფინხასის ძეს, მასთან ერთად და იოზაბადს, იესოს ძეს, ნოყადიას, ბინყის ძეს, ლევიანებს მათთან ერთად.

ეზრა 8:33 · საქართველოს საპატრიარქო

ეზრა 8:33 კონტექსტში

8:31დავიძარით მდინარე აჰავადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს იერუსალიმში წასასვლელად და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, გვიცავდა მტრის ხელისგან და გზაში ჩასაფრებული მზირებისგან.

8:32მივედით იერუსალიმში და დავრჩით იქ სამ დღეს.

8:33მეოთხე დღეს წონით ჩაბარდა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი ჩვენი ღმერთის სახლში მერემოთს, ურიას ძეს, მღვდელს, და ელიაზარს, ფინხასის ძეს, მასთან ერთად და იოზაბადს, იესოს ძეს, ნოყადიას, ბინყის ძეს, ლევიანებს მათთან ერთად.

8:34ყველაფერი თვლითა და წონით ჩაბარდა. ამ დროსაც იქნა ჩაწერილი მთელი წონა.

8:35ტყვეობიდან დაბრუნებულმა, გადანასახლებმა ხალხმა შესწირა აღსავლენი ისრაელის ღმერთს: თორმეტი ხბო მთელ ისრაელზე, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდაჩვიდმეტი ბატკანი, თორმეტი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ყველაფერი აღსავლენ მსხვერპლად შეიწირა უფლისადმი.

პარალელური ადგილები: ეზრა 8:33

განაგრძე კითხვა: ეზრა 8

სრულად წაიკითხე: ეზრა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში