
ეზრა 8:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველაფერი თვლითა და წონით ჩაბარდა. ამ დროსაც იქნა ჩაწერილი მთელი წონა.
ეზრა 8:34 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 8:34 კონტექსტში
8:32მივედით იერუსალიმში და დავრჩით იქ სამ დღეს.
8:33მეოთხე დღეს წონით ჩაბარდა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი ჩვენი ღმერთის სახლში მერემოთს, ურიას ძეს, მღვდელს, და ელიაზარს, ფინხასის ძეს, მასთან ერთად და იოზაბადს, იესოს ძეს, ნოყადიას, ბინყის ძეს, ლევიანებს მათთან ერთად.
8:34ყველაფერი თვლითა და წონით ჩაბარდა. ამ დროსაც იქნა ჩაწერილი მთელი წონა.
8:35ტყვეობიდან დაბრუნებულმა, გადანასახლებმა ხალხმა შესწირა აღსავლენი ისრაელის ღმერთს: თორმეტი ხბო მთელ ისრაელზე, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდაჩვიდმეტი ბატკანი, თორმეტი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ყველაფერი აღსავლენ მსხვერპლად შეიწირა უფლისადმი.
8:36გადასცეს მეფის განკარგულება მეფის ნაცვლებს და მდინარისგაღმელ განმგებლებს. მათაც ხელი შეუწყვეს ერსა და ღვთის სახლს.
განაგრძე კითხვა: ეზრა 8
სრულად წაიკითხე: ეზრა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში