
ეზრა 7:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვერცხლი ას ქანქარამდე, ხორბალი ას ქორამდე, ღვინო ას ბათამდე, ზეთი ას ბათამდე, და მარილი დაუწერელად.
ეზრა 7:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 7:22 კონტექსტში
7:20შენი ღმერთის სახლის დანარჩენი სამსახურებელი ნივთი, რისი მიცემაც მოგესურვება, მიეცი სამეფო საგანძურიდან.
7:21ვიძლევი განკარგულებას მე, ართახშასთა მეფე, მდინარისგაღმელი ყველა მეგანძურის მიმართ, რომ რასაც კი მოგთხოვთ ეზრა, მღვდელი და ცათა ღმერთის რჯულის მოძღვარი, დაუყოვნებლივ შესრულდეს.
7:22ვერცხლი ას ქანქარამდე, ხორბალი ას ქორამდე, ღვინო ას ბათამდე, ზეთი ას ბათამდე, და მარილი დაუწერელად.
7:23ყველაფერი, რაც კი ნაბრძანები აქვს ცათა ღმერთს, ბეჯითად უნდა გაკეთდეს ცათა ღმერთის სახლისათვის, რათა არ დაატყდეს მისი რისხვა სამეფოს, მეფეს და უფლისწულებს.
7:24გაცნობებთ, რომ არცერთ მღვდელს და ლევიანს, არც მგალობელს და შეწირულ კარისკაცს, ამ ღვთის სახლში მომსახურეს, არ დაეკისროს არც ხარკი, არც გადასახადი და არც ბეგარა.
პარალელური ადგილები: ეზრა 7:22
- ლუკას სახარება 16:6მან მიუგო: ასი კასრი ზეთი. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი, დადექი სასწრაფოდ და დაწერე ორმოცდაათი.
- ლუკას სახარება 16:7ახლა მეორეს ჰკითხა: შენ რამდენიღა გმართებს? და მან მიუგო: ასი კოდი პური. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი.
- ლევიანი 2:13ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დასტოვო საძღვნო შენი ღვთის მარილის გარეშე; ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი.
- ეზექიელი 45:14ზეთზე დადგენილია: ერთ ბათ ზეთში მეათედი ბათი ქორიდან; ათი ბათი ერთი ხომერია, რადგან ხომერში ათი ბათია.
განაგრძე კითხვა: ეზრა 7
სრულად წაიკითხე: ეზრა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში