
ეზრა 8:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფხიზლად იყავით და გაუფრთხილდით, სანამ წონით ჩააბარებდეთ მღვდლების უფროსებს, ლევიანებს და ისრაელის მამისსახლთა უფროსებს იერუსალიმში, უფლის სახლის საგანძურში.
ეზრა 8:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 8:29 კონტექსტში
8:27ოცი ათასდრაქმიანი ოქროს თასი და ბრწყინვალე სპილენძის ორი საუკეთესო ჭურჭელი, რომელთაც ოქროს ფასი აქვთ.
8:28ვუთხარი მათ: თქვენ წმიდა ხართ უფლისათვის და ჭურჭელნიც წმიდაა; ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობითი შეწირულობაა უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთისადმი.
8:29ფხიზლად იყავით და გაუფრთხილდით, სანამ წონით ჩააბარებდეთ მღვდლების უფროსებს, ლევიანებს და ისრაელის მამისსახლთა უფროსებს იერუსალიმში, უფლის სახლის საგანძურში.
8:30ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა აწონილი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლში წასაღებად, იერუსალიმში.
8:31დავიძარით მდინარე აჰავადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს იერუსალიმში წასასვლელად და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, გვიცავდა მტრის ხელისგან და გზაში ჩასაფრებული მზირებისგან.
პარალელური ადგილები: ეზრა 8:29
- ეზრა 8:33მეოთხე დღეს წონით ჩაბარდა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი ჩვენი ღმერთის სახლში მერემოთს, ურიას ძეს, მღვდელს, და ელიაზარს, ფინხასის ძეს, მასთან ერთად და იოზაბადს, იესოს ძეს, ნოყადიას, ბინყის ძეს, ლევიანებს მათთან ერთად.
- ეზრა 8:34ყველაფერი თვლითა და წონით ჩაბარდა. ამ დროსაც იქნა ჩაწერილი მთელი წონა.
- ნეშტთა შორისა ა 26:20ლევიანთაგან: ახია ღვთის სახლის საგანძურსა და შენაწირი ნივთების საგანძურს დარაჯობდა.
- ნეშტთა შორისა ა 26:26ის შელომითი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა შემოწირულობათა მთელ საგანძურს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლთა თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შესწირეს.
- მარკოზის სახარება 13:34მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თითოეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
- მარკოზის სახარება 13:35მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას.
- მოციქულთა საქმენი 20:31მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:5მაგრამ შენ ყოველ წამს ფხიზლად იყავი, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე და კეთილად აღასრულე შენი მსახურება.
განაგრძე კითხვა: ეზრა 8
სრულად წაიკითხე: ეზრა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში