
ეზრა 8:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეზრა 8:32 კონტექსტში
8:30ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა აწონილი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლში წასაღებად, იერუსალიმში.
8:31დავიძარით მდინარე აჰავადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს იერუსალიმში წასასვლელად და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, გვიცავდა მტრის ხელისგან და გზაში ჩასაფრებული მზირებისგან.
8:32მივედით იერუსალიმში და დავრჩით იქ სამ დღეს.
8:33მეოთხე დღეს წონით ჩაბარდა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი ჩვენი ღმერთის სახლში მერემოთს, ურიას ძეს, მღვდელს, და ელიაზარს, ფინხასის ძეს, მასთან ერთად და იოზაბადს, იესოს ძეს, ნოყადიას, ბინყის ძეს, ლევიანებს მათთან ერთად.
8:34ყველაფერი თვლითა და წონით ჩაბარდა. ამ დროსაც იქნა ჩაწერილი მთელი წონა.
პარალელური ადგილები: ეზრა 8:32
განაგრძე კითხვა: ეზრა 8
სრულად წაიკითხე: ეზრა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში