
ეზრა 9:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამ ამბის გაგონებისას შემოვიგლიჯე სამოსელი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და დამწუხრებული ვიჯექი.
ეზრა 9:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 9:3 კონტექსტში
9:1ეს ყველაფერი რომ დასრულდა, მოვიდნენ ჩემთან თავკაცები და მითხრეს: არ განდგომიან ისრაელის ერი, მღვდლები და ლევიანები ამ ქვეყნების ხალხთა - ქანაანელთა, ხეთელთა, ფერიზეველთა, იებუსელთა, ყამონელთა, მოაბელთა, ეგვიპტელთა და ამორეველთა სიბილწეებს;
9:2რადგან მოიყვანეს მათი ასულები თავისთვის და თავისი ვაჟიშვილებისთვის, და შეერია წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებს. მთავარი ხელი ამ დანაშაულში თავკაცებისა და წინამძღოლებისაა.
9:3ამ ამბის გაგონებისას შემოვიგლიჯე სამოსელი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და დამწუხრებული ვიჯექი.
9:4თავი მოიყარეს ჩემთან ყველამ, ვისაც ეშინოდა ისრაელის ღმერთის განაჩენისა, გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო. მე კი დამწუხრებული ვიჯექი მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე.
9:5ხოლო მწუხრის მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობიდან და სამოსელშემოგლეჯილი დავეცი მუხლებზე, და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ,
პარალელური ადგილები: ეზრა 9:3
- ნეემია 1:4ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი, ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე;
- იესო ნავეს ძე 7:6შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.
- დანიელი 4:19მაშინ დანიელი, რომლის სახელია ბელტეშაცარი, ერთხანს შეცბუნებული იყო და ფიქრები აფორიაქებდა. მიუგო მეფემ და უთხრა: ბელტეშაცარ, ნუ გაღელვებს ესსიზმარი და მისი ახსნა. მიუგო ბელტეშაცარმა და უთხრა: ჩემო ბატონო, შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტრებს მისი ახსნა!
- ლევიანი 21:5თავს ნუ გადაიკრეჭენ, ღაწვებზე თმას ნუ მოიპარსავენ, ტანზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ.
- იერემია 7:29თმა მოიკვეცე და გადაუარე; გლოვა გამართე ხმელგორებზე, რადგან უფალმა უარყო და მიატოვა მისგან შერისხული მოდგმა.
- ესაია 15:2ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.
- იობი 2:12შორიდან გახედეს და ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ატირდნენ. შემოიხია თითოეულმა თავისი მოსასხამი და თავს ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს.
- იობი 2:13ისხდნენ მის წინ მიწაზე შვიდი დღე და შვიდი ღამე, არავის არაფერი უთქვამს მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტი იყო მისი სატანჯველი.
განაგრძე კითხვა: ეზრა 9
სრულად წაიკითხე: ეზრა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში