
ეზრა 9:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს ყველაფერი რომ დასრულდა, მოვიდნენ ჩემთან თავკაცები და მითხრეს: არ განდგომიან ისრაელის ერი, მღვდლები და ლევიანები ამ ქვეყნების ხალხთა - ქანაანელთა, ხეთელთა, ფერიზეველთა, იებუსელთა, ყამონელთა, მოაბელთა, ეგვიპტელთა და ამორეველთა სიბილწეებს;
ეზრა 9:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 9:1 კონტექსტში
9:1ეს ყველაფერი რომ დასრულდა, მოვიდნენ ჩემთან თავკაცები და მითხრეს: არ განდგომიან ისრაელის ერი, მღვდლები და ლევიანები ამ ქვეყნების ხალხთა - ქანაანელთა, ხეთელთა, ფერიზეველთა, იებუსელთა, ყამონელთა, მოაბელთა, ეგვიპტელთა და ამორეველთა სიბილწეებს;
9:2რადგან მოიყვანეს მათი ასულები თავისთვის და თავისი ვაჟიშვილებისთვის, და შეერია წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებს. მთავარი ხელი ამ დანაშაულში თავკაცებისა და წინამძღოლებისაა.
9:3ამ ამბის გაგონებისას შემოვიგლიჯე სამოსელი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და დამწუხრებული ვიჯექი.
პარალელური ადგილები: ეზრა 9:1
- ლევიანი 18:24არცერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმიდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმიდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან.
- ლევიანი 18:30შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძაგელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმიდუროთ თავი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- ნეემია 9:2გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა სხვა უცხო გვარ-ტომს. ადგენენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და მამა-პაპის უკეთურებები.
- მეორე სთვლისაება 12:30ფრთხილად იყავი, არ გაეხვიო მათ ბადეში მას შემდეგ, რაც გადაშენებული იქნებიან შენგან, არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს: როგორც ეს ხალხი ემსახურებოდა თავის ღმერთებს, მეც ასე მოვიქცევიო,
- მეორე სთვლისაება 12:31ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს.
- გამოსვლა 33:16როგორ მივხვდი, რომ მადლი ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ერმა? ხომ იმით, რომ ჩვენთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა ხალხიდან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?
- რომაელთა მიმართ 2:17აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს,
- რომაელთა მიმართ 2:25წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა.
განაგრძე კითხვა: ეზრა 9
სრულად წაიკითხე: ეზრა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში