
გალატელთა მიმართ 5:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
გალატელთა მიმართ 5:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 16 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გალატელთა მიმართ 5:18
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “რა არის აქ თანმიმდევრობა? უმკაცრესი და უცხადესი.”
მთელი განმარტება
რა არის აქ თანმიმდევრობა? უმკაცრესი და უცხადესი.
ვისაც სული აქვს, როგორც საჭიროა, იგი სულის შეწევნით თრგუნავს საკუთარ თავში ყოველგვარ ბოროტ გულისთქმას. ხოლო ვინც განითავისუფლა თავი ბოროტი გულისთქმებისგან, მას აღარ სჭირდება რჯულის შეწევნა, ვინაიდან ბევრად აღემატება მის მოძღვრებას.
განა სჭირდება რჯულის შეგონება “არა კაც ჰკლა” მას, ვინც არ რისხავს? განა სჭირდება მცნება “არა იმრუშო” მას, ვინც ვნებიანი თვალით არ უყურებს? რაზე უნდა ელაპარაკო ბოროტების შედეგებზე მას, ვინც ძირფესვიანად აღმოფხვრა ბოროტება საკუთარ თავში? რისხვა ხომ კაცისკვლის სათავეა, ხოლო თვალით ვნებათაღელვა, მრუშობის.
ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: “უკუეთუ სულითა იხელმძღვანებოდით, არა ხართ თქუენ სჯულსა ქუეშე” (გალ. 5:18).
ვფიქრობ, აქ მოციქული ერთდროულად დიდსა და საკვირველ ქებას აღავლენს რჯულის მიმართ. თუკი რჯული, სულის მოსვლამდე, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში სულს ცვლიდა, ამიტომაც აღარ არის საჭირო ახლა მეურვის ქვეშ დარჩენა. მაშინ, რა თქმა უნდა, სამართლიანად ვიმყოფებოდით რჯულის ქვეშ, რათა შიშით აღძრულნი შეგვეკავებინა ჩვენი გულისთქმები, ვინაიდან სული ჯერ არ იყო მოვლენილი. ახლა კი, როდესაც მოგვეცა მადლი, რომელიც არა მხოლოდ გვიბრძანებს თავშეკავებას, არამედ აშრობს კიდეც გულისთქმებს და სრულყოფილებამდე აჰყავს ადამიანი, რა საჭიროა რჯული? განა ფილოსოფოსს სჭირდება მასწავლებელი ანბანში? მაშ, რატომ იმცირებთ თავს და ისმენთ ახლა რჯულის სიტყვებს, მას შემდეგ, რაც თავიდანვე გამოთქვით სულის მსახურების სურვილი?
იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გალატელთა მიმართ 5:18 კონტექსტში
5:16ჰოდა, მე ვამბობ: სულიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,
5:17რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.
5:18თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
5:19ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა,
5:20კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა,
პარალელური ადგილები: გალატელთა მიმართ 5:18
- რომაელთა მიმართ 6:14ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ.
- რომაელთა მიმართ 6:15მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც.
- რომაელთა მიმართ 8:14ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.
- გალატელთა მიმართ 5:25თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
- იგავესნი 8:20სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები.
- ეზექიელი 36:27ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ.
- გალატელთა მიმართ 4:5რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა.
- გალატელთა მიმართ 4:6ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“!
განაგრძე კითხვა: გალატელთა მიმართ 5
სრულად წაიკითხე: გალატელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



