
ფსალმუნი 65:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი.
ფსალმუნი 65:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 65:2 კონტექსტში
65:1გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. გალობა. შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აგისრულებენ აღთქმას.
65:2მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი.
65:3ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ შეგვინდობ.
65:4ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 65:2
- ესაია 65:24ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე.
- იერემია 29:12მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ.
- იერემია 29:13დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ.
- ფსალმუნები 86:9ყოველი ხალხი, შენ მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენ წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.
- ესაია 66:23მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემ წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 66:19ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:14და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:15და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 65
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 65 · გახსენი ბიბლიის მკითხველში