
შესაქმე 13:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით.
შესაქმე 13:2 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 13:2 კონტექსტში
13:1წავიდნენ აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებითა და ლოტითურთ ნეგებისკენ.
13:2ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით.
13:3გაუდგა გზას ნეგებიდან და იარა ბეთილამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ჰაღაის შორის,
13:4სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად; აქ ახსენა აბრამმა უფლის სახელი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 13:2
- შესაქმე 24:35დიდად აკურთხა უფალმა ჩემი პატრონი და განდიდდა იგი, მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, ყმები და მხევლები, აქლემები და სახედრები;
- ფსალმუნები 112:1ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
- ფსალმუნები 112:3სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.
- იგავესნი 10:22უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.
- შესაქმე 26:12დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ წელიწადს. და აკურთხა იგი უფალმა.
- შესაქმე 26:13გამდიდრდა კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
- მეორე სთვლისაება 8:18გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალას, რომ დღევანდელივით შეასრულოს აღთქმა, რომელიც ფიცით დაუდო შენს მამა-პაპას.
- იობი 1:3ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 13
სრულად წაიკითხე: შესაქმე 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში