
შესაქმე 15:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს და, აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი.
შესაქმე 15:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 15:12 კონტექსტში
15:10აიღო ეს ყველაფერი, შუაზე დახლიჩა და ერთმანეთს მიუწყო ნახლეჩები, ოღონდ ფრინველები არ დაუხლიჩავს.
15:11დააცხრნენ სვავები მძორებს, მაგრამ მოუგერია ისინი აბრამმა.
15:12მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს და, აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი.
15:13უთხრა უფალმა აბრამს: იცოდე, მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში; დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელს.
15:14იმ ხალხს კი, ვისი მორჩილნიც შეიქნებიან, მე განვსჯი; შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან.
პარალელური ადგილები: შესაქმე 15:12
- შესაქმე 2:21უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.
- იობი 33:15სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე,
- დანიელი 10:8მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად სანახავს; ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.
- დანიელი 10:9მისი ლაპარაკის ხმა შემომესმა და მისი ლაპარაკის ხმის გაგონებისთანავე, თავზარდაცემული მიწაზე პირქვე დავემხე.
- იობი 4:13ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,
- იობი 4:14შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა;
- მოციქულთა საქმენი 9:8წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერავის ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს და ასე შეიყვანეს დამასკოში.
- მოციქულთა საქმენი 9:9სამი დღე ვერას ხედავდა; არც ჭამდა და არც სვამდა.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 15
სრულად წაიკითხე: შესაქმე 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში