
იობი 4:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 4:14 კონტექსტში
4:12იდუმალ მომეპარა სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში;
4:13ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,
4:14შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა;
4:15წინ ჩამიქროლა სულმა და ტანზე თმები ამებურძგლა.
4:16შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და, აჰა, მერე ხმა გავიგონე:
პარალელური ადგილები: იობი 4:14
- გამოცხადება 1:17ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;
- იობი 33:19სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები;
- ლუკას სახარება 1:29ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო?
- აბაკუმი 3:16გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყო ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვავად დაესხმიან.
- დანიელი 10:11მითხრა: დანიელ, სათნო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეუბნები და დადექი შენ ალაგას, რადგან შენთანა ვარ ახლა გამოგზავნილი. ამ სიტყვას რომ მეუბნებოდა, მე აცახცახებული ვიდექი.
- იობი 7:14მაშინ მაფრთხობ სიზმრებით და მოჩვენებებით მაშინებ,
- ფსალმუნები 119:120თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
- ლუკას სახარება 1:12მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა.
განაგრძე კითხვა: იობი 4
სრულად წაიკითხე: იობი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში