
შესაქმე 16:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე.
შესაქმე 16:9 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 16:9 კონტექსტში
16:7ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.
16:8უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ.
16:9უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე.
16:10უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.
16:11უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას.
პარალელური ადგილები: შესაქმე 16:9
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:5ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:6მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.
- ეკლესიასტე 10:4თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ, რადგან თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:18მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:25ვინაიდან გზადაბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კი დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი სულების ზედამხედველს.
- ტიტეს მიმართ 2:9მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას;
- ეფესელთა მიმართ 5:21ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს.
- ეფესელთა მიმართ 6:5მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;
განაგრძე კითხვა: შესაქმე 16
სრულად წაიკითხე: შესაქმე 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში