
შესაქმე 21:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა სარამ: სასაცილო გამხადა ღმერთმა; ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.
შესაქმე 21:6 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 21:6 კონტექსტში
21:4წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
21:5ასი წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე.
21:6თქვა სარამ: სასაცილო გამხადა ღმერთმა; ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.
21:7თქვა: ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე.
21:8წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. გადაიხადა აბრაამმა დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 21:6
- ესაია 54:1გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 126:2მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი - გალობით. მაშინ იტყვიან ხალხებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.
- შესაქმე 17:17პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?
- ლუკას სახარება 1:58გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად.
- ესაია 49:21იტყვი გულში; ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, ბერწი, განდევნილი და მოწანწალე. ვინ გამიზარდა? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ?
- ლუკას სახარება 1:14გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით.
- ლუკას სახარება 1:46და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,
- ლუკას სახარება 1:55როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 21
სრულად წაიკითხე: შესაქმე 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში