
ლუკას სახარება 1:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით.
ლუკას სახარება 1:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი პირველი კვირის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 1:14 კონტექსტში
1:12მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა.
1:13ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს.
1:14გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით.
1:15ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე.
1:16და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:14
- ლუკას სახარება 1:58გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად.
- იგავესნი 15:20ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება.
- იგავესნი 23:24მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.
- შესაქმე 21:6თქვა სარამ: სასაცილო გამხადა ღმერთმა; ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.
- იგავესნი 23:15შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში