
ლუკას სახარება 1:58 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად.
ლუკას სახარება 1:58 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი პირველი კვირის ხუთშაბათი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 1:58 კონტექსტში
1:56სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.
1:57ხოლო ელისაბედისთვის მოაწია შობის ჟამმა და შობა ძე.
1:58გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად.
1:59მერვე დღეს მოვიდნენ ყრმის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამის სახელი დაერქმიათ მისთვის, ზაქარია.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:58
- ლუკას სახარება 1:14გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით.
- ლუკას სახარება 1:25ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში.
- რომაელთა მიმართ 12:15ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან.
- რუთი 4:14უთხრეს დედაკაცებმა ნაყომის: კურთხეულია უფალი, რომელმაც ნათესავი არ მოგიშალა დღეს! იხსენებოდეს ისრაელში მისი სახელი!
- რუთი 4:17სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს, თქვეს: ვაჟი შეეძინა ნაყომის! და დაარქვეს სახელად ყობედი. ეს იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
- კორინთელთა მიმართ ა 12:26ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს.
- ფსალმუნები 113:9უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი!
- შესაქმე 19:19აჰა, მადლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში; დიდია შენი წყალობა ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე. მაგრამ მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და დავიღუპო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში