
შესაქმე 27:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხელი რომ მომისვას მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე.
შესაქმე 27:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 27:12 კონტექსტში
27:10წაუღე მამაშენს, რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ.
27:11უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია და მე უბანლო ვარ?
27:12ხელი რომ მომისვას მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე.
27:13უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიყვანე.
27:14წავიდა იაკობი და მოუყვანა დედამისს. მოამზადა დედამისმა შეჭამადი, მამამისს რომ უყვარდა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 27:12
- მეორე სთვლისაება 27:18წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
- შესაქმე 25:27წამოიზარდნენ ყმაწვილები; შეიქნა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:22განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს.
- შესაქმე 27:36თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. უთხრა: ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა?
- კორინთელთა მიმართ ბ 6:8სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცდურნი, მაგრამ მართალნი.
- იობი 12:16მასთან არის ძალი და ძლევა, მისია ცდუნებული და მაცდუნებელი.
- მალაქია 1:14წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი ჰყავს ფარაში, მაგრამ დასაჩიხრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს! რადგან დიდი მეფე ვარ მე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და საშინელია ჩემი სახელი ხალხებში.
- შესაქმე 9:25თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
განაგრძე კითხვა: შესაქმე 27
სრულად წაიკითხე: შესაქმე 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში