
შესაქმე 31:44 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენს შორის.
შესაქმე 31:44 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 31:44 კონტექსტში
31:42ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდი. ჩემს ტანჯვა-წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ.
31:43მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: ეს ქალები ჩემი ასულებია, ეს ვაჟები ჩემი ვაჟებია; ეს ფარა ჩემი ფარაა; რასაც აქ ხედავ, ყველაფერი ჩემია. რა ვუყო ახლა ამათ ან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს?
31:44მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენს შორის.
31:45აიღო იაკობმა ქვა და აღმართა სვეტად.
31:46უთხრა იაკობმა თავის სახლიკაცებს: მოაგროვეთ ქვები. მათაც მოიტანეს ქვები და გორა დააყენეს. ჭამეს იქ, იმ გორაზე.
პარალელური ადგილები: შესაქმე 31:44
- იესო ნავეს ძე 24:25დადო იესომ აღთქმა ერთან იმ დღეს და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
- იესო ნავეს ძე 24:27უთხრა იესომ მთელ ერს: აჰა, ეს ქვა იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა გვითხრა ჩვენ. იყოს თქვენს მოწმედ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი.
- იესო ნავეს ძე 22:27არამედ იმისათვის, რომ მოწმე იყოს ჩვენ და თქვენ შორის, ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც ვემსახურებოდით უფალს ჩვენი აღსავლენით, საკლავით და სამადლობელით, რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, წილი არა გაქვთო უფალში.
- შესაქმე 31:48თქვა ლაბანმა. ეს გორა იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის; ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი
- მეფეთა ა 20:14თუ ცოცხალი ვიქენი, მადლი მიყავი უფლის გულისთვის. თუ მოვკვდი,
- მეფეთა ა 20:17და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
- შესაქმე 21:22იმ ხანებში იყო, რომ უთხრეს აბრაამს აბიმელექმა და ფიქოლმა, მისმა მხედართმთავარმა: ღმერთია შენთან ყველა საქმეში, რასაც აკეთებ.
- შესაქმე 21:32შეკრეს კავშირი ბერშებაში; ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 31
სრულად წაიკითხე: შესაქმე 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში