
შესაქმე 32:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩააბარა თავის მორჩილთ ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: იარეთ ჩემს წინ და ჯოგებს შორის დააგდეთ მანძილი.
შესაქმე 32:16 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 32:16 კონტექსტში
32:14ორასი ნეზვი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნერბი და ოცი ვერძი.
32:15ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებიანად, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი ჭაკი ვირი და ათი ჩოჩორი.
32:16ჩააბარა თავის მორჩილთ ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: იარეთ ჩემს წინ და ჯოგებს შორის დააგდეთ მანძილი.
32:17დააბარა პირველს და უთხრა: თუ შეგხვდა ჩემი ძმა ესავი და გკითხა, ვისი ხარ და საით მიდიხარ, ვისია ეს ჯოგი წინ რომ მოირეკავო.
32:18უთხარი: შენი მორჩილის, იაკობის, არის-თქო; ჩემი ბატონის, ესავისთვის, გამოგზავნილი ძღვენია-თქო, აგერ, თავადაც უკან მოგყვება-თქო.
პარალელური ადგილები: შესაქმე 32:16
- შესაქმე 32:20უთხარით: აგერ, შენი მორჩილი იაკობი უკან მოგყვება-თქო. რადგან იფიქრა, გულს მოვუგებ წინ წაძღვანებული ძღვენით; მერე კი სახეზე შევხედავ, იქნება შემიწყალოსო.
- მათეს სახარება 10:16აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
- იგავესნი 2:11გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
- ფსალმუნები 112:5კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში.
- ესაია 28:26ესა აქვს წესად დადებულთ, მისმა ღმერთმა დამოძღვრა იგი.
- შესაქმე 33:8უთხრა ესავმა: რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რო შემომხვდა? უთხრა: რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.
- შესაქმე 33:9უთხრა ესავმა: არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 32
სრულად წაიკითხე: შესაქმე 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში