
შესაქმე 35:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათარბეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისაკი.
შესაქმე 35:27 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 35:27 კონტექსტში
35:25ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი.
35:26ზილფას ძენი, ლეას მხევლისა: გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ფადან-არამში.
35:27მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათარბეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისაკი.
35:28ას ოთხმოცი წლისა იყო ისაკი.
35:29აღესრულა ისაკი და მოკვდა, შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული, და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 35:27
- შესაქმე 13:18აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
- შესაქმე 23:19ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყნად.
- შესაქმე 18:1გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში.
- იესო ნავეს ძე 15:13ქალებ იეფუნეს ძეს ძისცა იესომ სამკვიდრო იუდაელთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის: ყანაკის მამისეული კირიათ-არბაყი, ანე ხებრონი.
- შესაქმე 23:2მოკვდა სარა კირიათ-არბეში, აწინდელ ხებრონში, ქანაანის ქვეყნად. მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
- მეფეთა ბ 5:1მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
- მეფეთა ბ 5:3მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათგან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი.
- მეფეთა ბ 2:3თავისთან მყოფი ხალხიც მოიყვანა დავითმა თავ-თავისი სახლებითურთ; დასახლდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 35
სრულად წაიკითხე: შესაქმე 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში