
იგავესნი 7:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი ბილიკები.
იგავესნი 7:25 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 7:25 კონტექსტში
7:23ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს.
7:24ახლა მისმინეთ შვილებო, და ყური ათხოვეთ ჩემს ნათქვამს.
7:25ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი ბილიკები.
7:26რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი ძლევამოსილია მისგან დახოცილი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 7:25
- იგავესნი 5:8შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს,
- იგავესნი 6:25გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.
- ესაია 53:6ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება.
- მათეს სახარება 5:28ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
- იგავესნი 4:14ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.
- იგავესნი 4:15ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.
- ფსალმუნები 119:176დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე.
- იგავესნი 23:31ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
განაგრძე კითხვა: იგავესნი 7
სრულად წაიკითხე: იგავესნი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში