
შესაქმე 41:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შევიდნენ მათ მუცელში, მაგრამ არ ეტყობოდათ, რომ მათ მუცელში იყვნენ შესული; ისეთივე მჭლენი დარჩნენ, როგორიც მანამდე იყვნენ. და გამეღვიძა.
შესაქმე 41:21 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 41:21 კონტექსტში
41:19აჰა, სხვა შვიდი ძროხა, უძლური, მეტისმეტად უგვანო და ხორცდაყრილი ამოჰყვა მათ; მთელს ეგვიპტეში მათზე უგვანი არაფერი მინახავს.
41:20შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის შვიდი ხორცსავსე ძროხა.
41:21შევიდნენ მათ მუცელში, მაგრამ არ ეტყობოდათ, რომ მათ მუცელში იყვნენ შესული; ისეთივე მჭლენი დარჩნენ, როგორიც მანამდე იყვნენ. და გამეღვიძა.
41:22ვიხილე სიზმრად, აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი.
41:23აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 41:21
- ესაია 9:20მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას.
- ფსალმუნები 37:19არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
- გამოცხადება 10:9და მივედი ანგელოზთან, და ვუთხარი მას: მომეცი–მეთქი წიგნი; და მითხრა მე: აიღე და შეჭამე იგი; და გაგიმწარებს მუცელს, მაგრამ პირში იქნება თაფლივით ტკბილი.
- გამოცხადება 10:10ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი.
- ეზექიელი 3:3მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 41
სრულად წაიკითხე: შესაქმე 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში