გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

გამოცხადება 10:10, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

7 interpreters აპლიკაციაში

გამოცხადება 10:10

ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი.

გამოცხადება 10:10 · საქართველოს საპატრიარქო

რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 10:10

7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. ვიქტორინუსი პეტოვიელი3 საუკუნე
  2. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
    “‘მუცელი ჩვენი მიწას მიეწება’ (ფს. 43:25), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი შინაგანი სამყარო შეეთანხმა ამ ხრწნილების უღვთოებას. ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის ნათქვამი: ‘მიეწება’. ხოლო ჩემთვის კი სიკეთეა ღმერთთან სიახლოვე. როდის ხარ ღმერთთან ახლოს? მაშინ, როდესაც ღმერთს ეთანხმები.”

    მთელი განმარტება

    “მუცელი ჩვენი მიწას მიეწება” (ფს. 43:25), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი შინაგანი სამყარო შეეთანხმა ამ ხრწნილების უღვთოებას. ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის ნათქვამი: “მიეწება”. ხოლო ჩემთვის კი სიკეთეა ღმერთთან სიახლოვე. როდის ხარ ღმერთთან ახლოს? მაშინ, როდესაც ღმერთს ეთანხმები.

    არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენს მუცელზეა ნათქვამი, მიწას მიეწებაო, რადგან ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დევნის აუტანლობის გამო, ისინი მტრებს შეეთანხმნენ. აი, რატომ მიეწებნენ მიწას. მაშ, რატომ უწოდებს მათ მუცელს? ნუთუ იმიტომ, რომ ისინი ხორციელნი არიან? როგორც ეკლესიის ბაგე წმინდანებშია და სულიერებში, ასევე ეკლესიის საშო, ხორციელებში. ეკლესიის ბაგე ხილულია, ხოლო საშო დაფარულია, როგორც უფრო სუსტი და ნაზი.

    წმინდა წერილი ერთ კონკრეტულ ადგილას მიგვანიშნებს, სადაც ერთი პიროვნება ამბობს, რომ მან მიიღო წიგნი, რომელიც მის ბაგეში ტკბილი იყო, ხოლო მუცელში, მწარე (გამოცხ. 10:9). რას ნიშნავს ეს, თუ არა უმაღლეს მცნებებს, რომლებსაც სულიერნი იღებენ, ხოლო ხორციელნი, ვერა; რომლებითაც სულიერნი ხარობენ, ხოლო ხორციელნი, წუხან? რას შეიცავს ეს წიგნი, ძმებო? “გაყიდე მთელი შენი ქონება და გლახაკებს მიეცი” (მათ. 19:21). რა ტკბილად ისმის ეს ეკლესიის ბაგეში! ყველა სულიერმა ასეც მოიქცა. მაგრამ თუ ამას ხორციელს ეტყვი, უფრო უკმაყოფილო წავა შენგან, როგორც ის მდიდარი უფლისაგან (მარკ. 10:21-22), ვიდრე ამ სიტყვების აღსრულებას შეძლებს. რატომ წავიდა იგი უკმაყოფილო? ნუთუ იმიტომ, რომ ეს წიგნი ტკბილია ბაგეში და მწარე, მუცელში?

  3. ანდრია კესარიელი6 საუკუნე
  4. კეზარი არლელი6 საუკუნე
  5. პრიმაზიუსი ადრუმეტელი6 საუკუნე
  6. ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე
  7. ნიკოლაი ალექსანდროვი19 საუკუნე

1 / 7

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.

გამოცხადება 10:10 კონტექსტში

10:8და ხმამ, რომელიც მომესმა ზეცით, კვლავ მითხრა მე: მიდი და აიღე გადაშლილი წიგნი ხელიდან ანგელოზისა, რომელიც დგას ზღვასა და ხმელზე.

10:9და მივედი ანგელოზთან, და ვუთხარი მას: მომეცი–მეთქი წიგნი; და მითხრა მე: აიღე და შეჭამე იგი; და გაგიმწარებს მუცელს, მაგრამ პირში იქნება თაფლივით ტკბილი.

10:10ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი.

10:11ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის.

პარალელური ადგილები: გამოცხადება 10:10

განაგრძე კითხვა: გამოცხადება 10

სრულად წაიკითხე: გამოცხადება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში