
შესაქმე 42:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.
შესაქმე 42:8 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 42:8 კონტექსტში
42:6იოსები იყო ხელისუფალი ქვეყანაში; ის იყო ამ ქვეყნის ხალხის დამპურებელი. იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანისცეს.
42:7დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ არ გაამხილა თავი და მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. უთხრა: საიდან მოსულხართ? მიუგეს: ქანაანის ქვეყნიდან პურის საყიდლად.
42:8იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.
42:9გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა, და უთხრა: მსტოვრები ხართ, ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედით.
42:10უთხრეს: არა, ბატონო, პურის საყიდლად მოვედით შენი მორჩილნი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 42:8
- იოანე 20:14ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
- ლუკას სახარება 24:16მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი.
- იოანე 21:4ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო.
- შესაქმე 37:2აჰა, იაკობის მოდგმა. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ მწყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად, და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მათ მამასთან.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 42
სრულად წაიკითხე: შესაქმე 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში