გადასვლა შინაარსზე
ანასტასისის ფრესკა: აღმდგარი ქრისტე ადამსა და ევას საფლავებიდან აღადგენს, ხორას ეკლესია, დაახლოებით 1320
ანასტასისი (ჯოჯოხეთში ჩასვლა), ფრესკა, დაახლოებით 1320. ხორას ეკლესია, კონსტანტინოპოლი, პარეკლესიონი. საჯარო დომენი, ფოტო User:Neuceu.

შესაქმე 44:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

შესაქმე 44:17

უთხრა იოსებმა: ვერა, ვერ ვიზამ ასე. ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის გამიხდეს მონად, დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამათქვენთან.

შესაქმე 44:17 · საქართველოს საპატრიარქო

შესაქმე 44:17 კონტექსტში

44:15უთხრა იოსებმა: ეს რა გაგიკეთებიათ? როგორ ვერ მიხვდით, რომ ჩემნაირ კაცს მარჩიელობის ძალიც შესწევს?

44:16მიუგო იუდამ: რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს, რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმა უპოვა ბრალი შენს მორჩილთ. აჰა, მონები ვართ ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.

44:17უთხრა იოსებმა: ვერა, ვერ ვიზამ ასე. ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის გამიხდეს მონად, დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამათქვენთან.

44:18ახლოს მივიდა იუდა და უთხრა: გევედრები, ჩემო ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მორჩილს, ნუ განურისხდები შენს მორჩილს, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ.

44:19ჩემმა ბატონმა ჰკითხა თავის მორჩილთ, მამა ან ძმა თუ გყავთო.

პარალელური ადგილები: შესაქმე 44:17

განაგრძე კითხვა: შესაქმე 44

სრულად წაიკითხე: შესაქმე 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში