
შესაქმე 46:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შესაქმე 46:11 კონტექსტში
46:9რეუბენის ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
46:10სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული - ქანაანელი დედაკაცის შვილი.
46:11ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.
46:12იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფარეცი და ზარახი. ყური და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ. ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული.
პარალელური ადგილები: შესაქმე 46:11
- შესაქმე 29:34კვლავ მიუდგა ლეა და შვა ძე, და თქვა: ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ვაჟიშვილი ვუშვი. ამიტომაც უწოდა სახელად ლევი.
- ნეშტთა შორისა ა 2:1ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი,
- მეორე სთვლისაება 33:8ლევისთვის თქვა: შენი თუმიმი და ურიმი შენს მადლიან კაცს, რომელიც მასაში გამოცადე და ედავებოდი მერიბას წყლებთან!
- მეორე სთვლისაება 33:11აკურთხე, უფალო, ძალი მისი და კეთილად მოხედე მისი ხელის ნამოქმედარს. მოსწყვიტე წელი მის მოწინააღმდეგეთ, ვეღარ გაიმართონ მისი მოძულენი!
- ნეშტთა შორისა ა 6:16აჰა, ისინი, მგალობლებად რომ დააყენა დავითმა უფლის სახლში, კიდობნის დადგმის შემდეგ.
- რიცხვთა 26:57აი, ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით: გერშონისგან გერშონელთა საგვარეულო, კეჰათისგან კეჰათელთა საგვარეულო, მერარისგან მერარიელთა საგვარეულო.
- რიცხვთა 26:58ესენია ლევის საგვარეულოები: ლიბანელთა საგვარეულო, ხებრონელთა საგვარეულო, მახლიელთა საგვარეულო, მუშიელთა საგვარეულო, კორახელთა საგვარეულო. კეჰათმა შვა ყამრამი.
- რიცხვთა 4:1ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:
განაგრძე კითხვა: შესაქმე 46
სრულად წაიკითხე: შესაქმე 46 · გახსენი ბიბლიის მკითხველში