გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რიცხვთა 26:57 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რიცხვთა 26:57

აი, ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით: გერშონისგან გერშონელთა საგვარეულო, კეჰათისგან კეჰათელთა საგვარეულო, მერარისგან მერარიელთა საგვარეულო.

რიცხვთა 26:57 · საქართველოს საპატრიარქო

რიცხვთა 26:57 კონტექსტში

26:55ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მამეული შტოების სახელთა მიხედვით მიიღონ სამკვიდრო.

26:56წილისყრის პირობაზე უნდა დაუნაწილდეთ სამკვიდროები, მრავალრიცხოვანთ და მცირერიცხოვანთ.

26:57აი, ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით: გერშონისგან გერშონელთა საგვარეულო, კეჰათისგან კეჰათელთა საგვარეულო, მერარისგან მერარიელთა საგვარეულო.

26:58ესენია ლევის საგვარეულოები: ლიბანელთა საგვარეულო, ხებრონელთა საგვარეულო, მახლიელთა საგვარეულო, მუშიელთა საგვარეულო, კორახელთა საგვარეულო. კეჰათმა შვა ყამრამი.

26:59ყამრამის ცოლი იყო იოქაბედი, ლევის ასული, რომელიც ეგვიპტეში უშვა ცოლმა ლევის. მან კი ყამრამს უშვა აარონი, მოსე და მირიამი, მათი და.

პარალელური ადგილები: რიცხვთა 26:57

განაგრძე კითხვა: რიცხვთა 26

სრულად წაიკითხე: რიცხვთა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში