
შესაქმე 47:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შესაქმე 47:8 კონტექსტში
47:6შენ წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები; დაესახლონ გოშენის მხარეში. თუ გამოძებნი მათ შორის მარჯვე კაცებს, დაუდგინე სარქლებად ჩემს საქონელს.
47:7მოიყვანა იოსებმა თავისი მამა, იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი.
47:8უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლისა ხარ?
47:9უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 47
სრულად წაიკითხე: შესაქმე 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში