
შესაქმე 47:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დალოცა იაკობმა ფარაონი და გავიდა ფარაონისგან.
შესაქმე 47:10 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 47:10 კონტექსტში
47:8უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლისა ხარ?
47:9უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.
47:10დალოცა იაკობმა ფარაონი და გავიდა ფარაონისგან.
47:11დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამსესის მხარეში, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები.
47:12ამარაგებდა იოსები მამას და ძმებს, მთელ მამის სახლს პურით ბავშვების სულადობის კვალობაზე.
პარალელური ადგილები: შესაქმე 47:10
- შესაქმე 47:7მოიყვანა იოსებმა თავისი მამა, იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი.
- მეფეთა ბ 8:10და გაგზავნა თოყიმ თავისი ძე იორამი დავითთან მოსაკითხავად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ყადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
- მეორე სთვლისაება 33:1ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელიანები სიკვდილის წინ.
- მეფეთა ბ 19:39გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დაემშვიდობა და ისიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
- ებრაელთა მიმართ 7:7ხოლო, ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ.
- შესაქმე 14:19აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა!
- ფსალმუნები 129:8და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით.
- რიცხვთა 6:23უთხარი აარონს და მის შვილებს: ასე აკურთხეთ ისრაელიანები, უთხარით მათ:
განაგრძე კითხვა: შესაქმე 47
სრულად წაიკითხე: შესაქმე 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში