
შესაქმე 50:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იხილეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: მწარე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი (ეგვიპტელთა გლოვა).
შესაქმე 50:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის პარასკევი (მწუხრი).
შესაქმე 50:11 კონტექსტში
50:9დაიძრნენ მასთან ერთად ეტლები და მხედრები; შეიკრიბა დიდზე დიდი ბანაკი.
50:10მივიდნენ ატადის კალოსთან, იორდანეს გაღმა, და გამართეს იქ დიდი და უსაზომოდ მწარე გოდება. შვიდ დღეს გლოვობდა იოსები მამას.
50:11იხილეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: მწარე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი (ეგვიპტელთა გლოვა).
50:12ყველაფერი ისე აღუსრულეს შვილებმა იაკობს, როგორც უანდერძა მათ.
50:13წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ყეფრონ ხეთელისგან.
პარალელური ადგილები: შესაქმე 50:11
- შესაქმე 10:15ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,
- შესაქმე 10:19ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.
- შესაქმე 24:6უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.
- მეორე სთვლისაება 3:27ადი ფისგას წვერზე, გაიხედე დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, შენი თვალით დაინახე, რადგან ვერ გადახვალო ამ იორდანეს გაღმა.
- მეორე სთვლისაება 3:25გადავიდოდი და ვიხილავდი ამ მადლიან ქვეყანას, იორდანეს გაღმა რომ არის, ამ მთას და ლიბანს.
- შესაქმე 34:30უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.
- მეორე სთვლისაება 11:30(აგერ, აქვეა ისინი, იორდანეს გაღმა, გზის ბოლოს, დასავლეთით, ბარის ქანაანელთა ქვეყანაში, გილგალიის პირდაპირ, მამრეს მუხებთან),
- შესაქმე 13:7ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 50
სრულად წაიკითხე: შესაქმე 50 · გახსენი ბიბლიის მკითხველში