
შესაქმე 7:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში.
შესაქმე 7:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 აპრილი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 7:19 კონტექსტში
7:17ორმოც დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ.
7:18გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა ქვეყნად, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
7:19მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში.
7:20თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები.
7:21მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 7:19
- ფსალმუნები 104:6უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
- ფსალმუნები 104:9საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
- ფსალმუნები 46:2ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.
- ფსალმუნები 46:3იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით. სელა.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:6ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.
- იობი 12:15დააკავებს წყლებს და დაშრებიან, გაუშვებს და მიწას დაღარავენ.
- იერემია 3:23ჭეშმარიტად, სიცრუეა გორაკები და ხალხმრავალი მთები! ჭეშმარიტად უფალში, ჩვენს ღმერთშია ისრაელის ხსნა!
განაგრძე კითხვა: შესაქმე 7
სრულად წაიკითხე: შესაქმე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში