
ფსალმუნი 104:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
ფსალმუნი 104:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 104:6 კონტექსტში
104:4რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
104:5დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
104:6უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
104:7შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
104:8ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 104:6
- შესაქმე 7:19მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:5რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.
- შესაქმე 1:2მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
- შესაქმე 1:10ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 104
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 104 · გახსენი ბიბლიის მკითხველში