
ფსალმუნი 104:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
ფსალმუნი 104:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 104:9 კონტექსტში
104:7შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
104:8ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
104:9საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
104:10გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.
104:11დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 104:9
- იობი 38:10როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი -
- იობი 38:11და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება- მეთქი?
- შესაქმე 9:11გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად.
- შესაქმე 9:15მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენ შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად.
- იერემია 5:22არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.
- იობი 26:10შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის საზღვრამდე;
- ესაია 54:9რადგან ეს ნოეს წყლებია ჩემთვის: როგორც დავიფიცე, რომ აღარ მოვავლენდი ნოეს წყლებს ქვეყანაზე, ასე ვფიცავ, რომ აღარ განვრისხდები შენზე და აღარ დაგემუქრები.
- ფსალმუნები 33:7შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 104
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 104 · გახსენი ბიბლიის მკითხველში