
ანგეა 2:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, ამბობს ცაბაოთ უფალი.
ანგეა 2:8 · საქართველოს საპატრიარქო
ანგეა 2:8 კონტექსტში
2:6რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს.
2:7შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი.
2:8ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, ამბობს ცაბაოთ უფალი.
2:9პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, ამბობს ცაბაოთ უფალი. ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, ამბობს ცაბაოთ უფალი.
2:10მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:
პარალელური ადგილები: ანგეა 2:8
- ფსალმუნები 50:10რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
- ფსალმუნები 50:12თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
- ფსალმუნები 24:1საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
- ესაია 60:17სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად - სპილენძს და ქვების ნაცვლად - რკინას. შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად - სიმართლეს.
- ნეშტთა შორისა ა 29:14ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? რადგან ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ.
- ნეშტთა შორისა ა 29:16უფალო, ღმერთო ჩემო! მთელი სიმდიდრე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი.
- ესაია 60:13ლიბანის დიდება შენთან შოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა - ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო.
განაგრძე კითხვა: ანგეა 2
სრულად წაიკითხე: ანგეა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში