
რიცხვთა 19:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიეცით ელეაზარ მღვდელს, რომ გაიყვანოს ბანაკის გარეთ და დაკლან მის თვალწინ.
რიცხვთა 19:3 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 19:3 კონტექსტში
19:1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს:
19:2აჰა, წესი რჯულისა, რომელიც უფალმა ბრძანა: უთხარი ისრაელიანებს, გამოარჩიონ ვეჟანა, საღი ფური, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღელი არ სდგმია;
19:3მიეცით ელეაზარ მღვდელს, რომ გაიყვანოს ბანაკის გარეთ და დაკლან მის თვალწინ.
19:4ამოაწოს ელეაზარ მღვდელმა თითები სისხლში და შვიდგზის ასხუროს სისხლი სადღესასწაულო კარვის წინა მხარეს.
19:5დაწვან ფური მის თვალწინ - მისი ტყავი, მისი ხორცი, მისი სისხლი მის ფუნასთან ერთად დაწვან.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 19:3
- ლევიანი 4:12მთელი ხბო - გაიტანოს ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარს ყრიან, და შეშაზე დაწვას ცეცხლში; ნაცარის დასაყრელზე უნდა დაიწვას.
- ლევიანი 4:21გაიტანოს ხბო ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც ის წინანდელი ხბო დაწვა. ეს არის კრებულის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი.
- რიცხვთა 15:36გაიყვანა იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკს გარეთ და ჩაქოლეს იგი. მოკვდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- ებრაელთა მიმართ 13:11რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.
- ებრაელთა მიმართ 13:13მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ.
- ლევიანი 16:27ცოდვის გამოსასყიდი ხბო და ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, რომელთა სისხლი განსაწმედელად შეიტანეს საწმიდარში, უნდა წაიღონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავები, ხორცი და განავალი.
- ლევიანი 13:45დაწყლულებულის ტანისამოსი უნდა დაირღვეს; თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, პირამდე შებურვილი უნდა იყოს და ყვიროდეს: უწმიდური, უწმინდური:
- ლევიანი 13:46რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 19
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში