
ესაია 10:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ დღეს აღარ დაენდობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნარჩომი თავის მგვემელს; უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით.
ესაია 10:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 31 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ოთხშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 10:20 კონტექსტში
10:18გაანადგურებს სულით ხორცამდე მისი ჭალების და ბაღ-ვენახების დიდებას, ჩაჭკნება და ჩაიხაშმება.
10:19გამეჩხერდება მისი მაღნარი და ბავშვიც კი დაითვლის დარჩენილ ხეებს.
10:20იმ დღეს აღარ დაენდობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნარჩომი თავის მგვემელს; უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით.
10:21ნატამალი დაუბრუნდება, იაკობის ნატამალი ძლიერ ღმერთს!
10:22თუმცა ზღვის ქვიშასავით იქნება შენი ერი, ისრაელ, მაგრამ ნატამალი დაუბრუნდება მას. გადაწყვეტილია დაქცევა - შურისმგებელი სამართლიანობა.
პარალელური ადგილები: ესაია 10:20
- ესაია 37:31კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის დარჩენილი ნატამალი და მაღლა ნაყოფს გამოიღებს.
- ესაია 37:32რადგან იერუსალიმიდან გამოვა დანარჩომი და ნატამალი - სიონის მთიდან; ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
- ესაია 17:7იმ დღეს მიიხედავს ადამიანი თავისი შემოქმედისკენ და თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმიდას.
- ესაია 17:8აღარ მიხედავს თავისი ნახელავი სამსხვერპლოებისკენ და თავისი თითებით ნაკეთებ აშერებს და მზეებს აღარ მოიკითხავს.
- ესაია 1:9ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით!
- ნეშტთა შორისა ბ 28:20მიუხდა მას თიგლათფალასარი, აშურის მეფე, და შეავიწროვა იგი დახმარების ნაცვლად.
- ესაია 50:10ვინ არის თქვენში უფლის მოშიში, ყურისმგდებელი მისი მორჩილის ხმისა, ვინ დადის ბნელში და არა აქვს ნათელი? ესავდეს უფლის სახელს.
- ესაია 6:13კიდევ მეათედი დარჩება მათგან და ისიც გადაიბუგება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი.
განაგრძე კითხვა: ესაია 10
სრულად წაიკითხე: ესაია 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში